четверг, 29 ноября 2018 г.

    დღეს ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო, იმ თვალსაზრისით, რომ მოხდა ჩვენი პროექტების პრეზენტაცია და ერთმანეთისათვის გაზიარება. მართალია იყო საჭირო კორექტირება,  ბევრი რაღაცის ჩასწორება, შეცვლა, დამატება და ახლიდნ დაწერაც დაგვჭირდა, მაგრამ საბოლოოდ დაძლევადი აღმოჩნდა დავალება.
   დიდი მადლობა ყველაფრისთვის!!!😍😍😍😍😍😍😍😍😍

четверг, 22 ноября 2018 г.

    დღეს ფაქტობრივად მთელი შეხვედრა დაეთმო შეფასების რუბრიკებს. იყო ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია, თუმცა არა არის ადვილი და იმედია ყველაფერი დამამახსოვრდება რაც მოვისმინე. რაც მთავარის მალე უნდა დავასრულო პროექტის გეგმის წერა და დიდხანს არ უნდა გავწელო დრო, რომ არ "ამომიფრინდეს" თავიდან ამხელა ინფორმაცია. გაბრუებული მივდივარ!!!!!
   დიდი მადლობა!
   მე მაქვს ასეთი შეკითხვა: საიდან გაქვთ ამხელა ენერგია?????😉😉😉😉😉😍😍😍😍

среда, 21 ноября 2018 г.

           ძალიან საინტერესო იყო მეოთხე მოდული. ამის გარდა გამოტოვებულ რაღაცრაღაცებსაც "გამოვკარი" ხელი ბლოგის შესახებ, რომელის ცოტა ხნის წინ გამოვტოვე.
         დღეს კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდით ჩვენი პროექტის პროცედურებს, მივეცით ბავშვებს დავალებები, რომელიც შემდეგ ჩვენ მოვირგეთ და ასე ვთქვათ "შევძვერით" მოსწავლის გონებაში, წარმოვიდგინეთ, თუ როგორ შეასრულებდა ის ამ დავალებას და დავიწყეთ ამ დავალების  პრეზენტაციის კეთება. სხვათაშორის ეს დავალება უფრო საინტერესო გამოვიდა, იმიტომ, რომ თან ფიქრობ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთო, თან იმას ფიქრობ, თუ როგორ გააკეთებს ამას შენი მოსწავლე.
        ძალიან მაინტერესებს რა გამოვა საბოლოოდ 😘😘😘😘
        ასე მგონია ისინი უფრო მაგარს გააკეთებენ. ზოგიერთი ისეთი მყავს...😎😎😎😎😎

четверг, 15 ноября 2018 г.

     დღეს არის ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, კიდევ ერთხელ გადავხედეთ, ვიმსჯელეთ და  დავარედაქტირეთ საკვანძო კითხვები. ვიმუშავეთ " ვიცი მინდა ვიცოდე" და გონებრივი იერიშის სქემებზე. ჩავინიშნეთ  გეგმის პრეზენტაცია, რომელიც სახლში უნდა გავამზადოთ.
     ბლოგზე მინდოდა კიდევ რაღაცების გაგებააააა!!😏😏😏😏😏😏
     

вторник, 13 ноября 2018 г.

    დღევანდელი დღე იყო ჩემთვის ბევრად უფრო ნაყოფიერი და საინტერესო.  დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. გარკვეული საკითხები უკვე ჩავინიშნე, თუმცა კიდევ არის გადასახედი და შესასწორებელი. გადავხედეთ ეროვნულ სასწავლო გეგმას და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. ჩავსვით სამი მთავარი, საკვანძო შეკითხვა.
    მოკლედ რააააააა!!!!😍😍😍😍😍😍😍😍😍😍
    აღარ ვხუმრობთ!!!!😎😎😎😎😎😎😎😎😎😎

воскресенье, 11 ноября 2018 г.

   დღეს არის  ინტელის სასწავო კურსის ტრენინგის მეორე დღე. გავაგრძელეთ მუშაობა  სასწავლო პროექტების დაგეგმვაზე. დავიწყეთ მუშაობა ბუკლეტების  შექმნაზე. აგრეთვე გავაკეთეთ ბლოგი და გამოვაქვეყნეთ რეფლექსია.
   გარკვეული მიზეზების გამო არ ვიყავი მოტივირებული, რაც  ზოგადად არ მახასიათებს. შემდეგ დღეებში გამოვასწორებ. 

რეფლექსია
      დღევანდელი დღე იყო  ინტელის ტრენინგის პირველი დღე. აღმოვაჩინე ახალი ინტერნეტმისამართი სადაც შეიძლება გაეცნო პროექტის სწავლების სხვადასხვა მასალას. აქ არის  რესურსები, ნიმუშები, პროექტის ძირითადი საკითხები. აქვე არის განთავსებული სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული პროექტები, რომელიც შეგიძლია გახსნა გაეცნო და გადმოიწერო, მოარგო საკუთარ პროექტს.
     დღეს ვიმუშავეთ წყვილებში. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს და მათ მნიშვნელობას.
ჯგუფური მუშაობის დროს, კი  განვიხილეთ ა.შ.შ განხორციელებული პროექტ „რომეო და ჯულიეტა“-ს ძირითად საკითხებს.
  დღევანდელი დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი.
  დიდი მადლობა !!!  
                                                                                        მადონა მეტრეველი